Posts

"სამკუთხა თავსატეხი"

Image
                                  სასწავლო რესურსი „სამკუთხა თავსატეხი“ მასწავლებლისთვის უმთავრეს მიზანსა და საზრუნავს წარმოადგენს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარება. სასწავლო რესურსი კი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გაკვეთილის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მისი მრავალფეროვნება განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების მიზნების მიღწევას.           უცხოური ენის მასწავლებელს, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, გამუდმებით უწევს ფანტაზიის  გამოვლენა/გააქტიურება, რათა მის მიერ შექმნილი რესურსი იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო, სახალისო და ეფექტიანი ყველა ტიპის დამსწავლელთათვის.        მინდა გაგიზიაროთ რესურსი „სამკუთხა თავსატეხი“, რომელიც დავამზადე მრავალჯერადი გამოყენებისთვის .  რესურსი წ...

დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები

"სასწავლო მენიუ" და "Think-tac-toe"   მასწავლებლის უმთავრესი საზრუნავი ყოველთვის იყო მოსწავლეებში სწავლისადმი სურვილის გაღვივება, მოტივაციის გაზრდა, დაინტერესება. ამ მხრივ თანამედეროვე სამყარო უფრო დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს მასწავლებლებს. სიახლეების ძიება და მოსწავლეებისთვის შეთავაზება ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ყოველდღიური,  უწყვეტი და თანმდევი პროცესია. მრავალ ფაქტორთა შორის, რითაც მასწავლებელს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლის მოტივაციასა და ჩართულობაზე, არის დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების გამოყენება, რაც გულისხმობს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების გათვალისწინებით. სასწავლო აქტივობების მოდიფიცირების ერთ-ერთი საინტერესო და ეფექტური ინსტრუმენტია  „სასწავლო მენიუ“.  მისი გამოყენება ხელს უწობს მოსწავლეების ინტერესების გაღვივებას, მოტივაციის ზრდას, მაქსიმალურ ჩართულობასა და ყურადღების შენარჩუნებას. სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მასწავლებელი შეიმუშავებს „სას...