"სასწავლო მენიუ" და "Think-tac-toe" მასწავლებლის უმთავრესი საზრუნავი ყოველთვის იყო მოსწავლეებში სწავლისადმი სურვილის გაღვივება, მოტივაციის გაზრდა, დაინტერესება. ამ მხრივ თანამედეროვე სამყარო უფრო დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს მასწავლებლებს. სიახლეების ძიება და მოსწავლეებისთვის შეთავაზება ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ყოველდღიური, უწყვეტი და თანმდევი პროცესია. მრავალ ფაქტორთა შორის, რითაც მასწავლებელს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლის მოტივაციასა და ჩართულობაზე, არის დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების გამოყენება, რაც გულისხმობს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების გათვალისწინებით. სასწავლო აქტივობების მოდიფიცირების ერთ-ერთი საინტერესო და ეფექტური ინსტრუმენტია „სასწავლო მენიუ“. მისი გამოყენება ხელს უწობს მოსწავლეების ინტერესების გაღვივებას, მოტივაციის ზრდას, მაქსიმალურ ჩართულობასა და ყურადღების შენარჩუნებას. სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მასწავლებელი შეიმუშავებს „სას...
Comments
Post a Comment